UFC-ის პრეზიდენტი: ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხაბიბი ტონისთან არ იჩხუბებდა

AutoSharing Option
დღეს, 2 აპრილს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტი ტონი ფერგიუსონი ერთმანეთს ვეღარ შეხვდებიან. შეგახსენებთ, ეს იყო ამ მებრძოლების შეხვედრის მე-6 ცდა. გაუქმებულ ბრძოლაზე UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი კომენტარს აკეთებს:

"ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხაბიბი ტონისთან არ იჩხუბებდა. ფერგიუსონი გეიჯის წინააღმდეგ? ასეთ დეტალებს ჟურნალისტებთან არ განვიხილავ." - ციტირებს უაითს Yahoo.

შეგახსენებთ, შეხვედრა 19 აპრილს ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან შეიზღუდა დასწრება. შესაბამისად, UFC-ს მოუწია
ბრძოლის ჩატარების ახალი ადგილის მოძებნა. 

გუშინ, 1-ელ აპრილს, ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ დაღესტანში იმყოფება და აშშ-ში გაფრენას ვეღარ მოახერხებს. 

altფერგიუსონი - ხაბიბს: ძ..ნა ხარ, რუსეთში დამალვა არ გიშველის




მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ ეს რა წარმოუდგენელი ...კაცაა.
Piper
02 აპრილი 2020 12:10
0
ფაქტია, რომ ყველაფერს ბიზნესი მართავს! ცოტა ხნის წინ სრულიად უინტერესო სახეობა ისე გაარეკლამეს, ათეულობით მილიონი დოლარი ტრიალებს. სრულიად მესეხარისხოვანი სპორტის მსუბუქი წონის წარმომადგენლების შეხვედრა, ყოფილი ჩემპიონის, კონან მაკგრეგორის უზარმაზარი რეკლამის ხარჯზე ერთ-ერთ მოთხოვნად სანახაობად აქციეს! მოკლედ, ბიზნესი და მხოლოდ ბიზნესი! აბა, ვის აინტერესებს ეს ჩხუბი, რომელიც ოლიმპიურ სახეობადაც არ აღიარეს და საყურებლადაც არაფერს წარმოადგენს!
ზაზა
02 აპრილი 2020 11:48
18
სრულად გეთანხმები. ეგ ყველაფერი ბიზნესია. მაკგრეგორამდე მართლაც მცირე თანხები ტრიალებდა, გამარჯვებული 50 ათას დოლარს იღებდა. შემდეგ, ვიღაცამ ფულის გათეთრების წყაროდ აქცია და დატრიალდა. ახლა დიდი ბიზნესია. სპეციალურად გამონახეს სპორტსმენები, პოლიტიკაც რომ ჩარიონ და რუსეთის წარმომადგენელს მოაგებინეს!
ზაზა-ს
02 აპრილი 2020 14:55
4
მართალი ხარ! ეს არც სპორტია და საერთოდაც სამარცხვინო რამაა, ადამიანისათვის შეუფერებელი!
aburjga
02 აპრილი 2020 12:08
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული