ნურმაგომედოვის მამა: ღამე მეღვიძებოდა და ტონის ბრძოლებს ვუყურებდი

AutoSharing Option
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ მომზადების დეტალებზე ალაპარაკდა.

"ჩვენ ერთი წლის მანძილზე ვარჯიშობდით. უკანასკნელი 6 თვე ინტენსიურ ვარჯიშებს დავუთმეთ.

ღამ-ღამობით მეღვიძებოდა და ტონის ბრძოლებს ვუყურებდი. ახალაც კი მეღვიძება, გავდივარ სხვა ოთახში და მის ბრძოლებს ვუყურებ. ზოგჯერ ისე ხდება ერთიდაიმავე ბრძოლის მე-5-ედ ყურების შემდეგ ვამჩნევ საჭირო დეტალს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასე ვპოულობ მის სისუსტეებს." - ისაუბრა აბდულმანაპმა რუს ჟურნალისტთან.

36 წლის ფერგიუსონი 2012 წლიდან დაუმარცხებელია მას და ხაბიბ ნურმაგომედოვს
12-12 გამარჯვება აქვთ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია სექტემბრისთვის მაინც ჩატარდება ეს ბრძოლა თორე დაბერდა ფერგი და მერე რაღა აზრი აქვს
ka
04 აპრილი 2020 15:50
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული