UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ მომზადების დეტალებზე ალაპარაკდა.
"ჩვენ ერთი წლის მანძილზე ვარჯიშობდით. უკანასკნელი 6 თვე ინტენსიურ ვარჯიშებს დავუთმეთ.
ღამ-ღამობით მეღვიძებოდა და ტონის ბრძოლებს ვუყურებდი. ახალაც კი მეღვიძება, გავდივარ სხვა ოთახში და მის ბრძოლებს ვუყურებ. ზოგჯერ ისე ხდება ერთიდაიმავე ბრძოლის მე-5-ედ ყურების შემდეგ ვამჩნევ საჭირო დეტალს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასე ვპოულობ მის სისუსტეებს." - ისაუბრა აბდულმანაპმა რუს ჟურნალისტთან.
36 წლის ფერგიუსონი 2012 წლიდან დაუმარცხებელია მას და ხაბიბ ნურმაგომედოვს 12-12 გამარჯვება აქვთ.