UFC-ის ნახევრად მძიმე წონის მებრძოლს, ენტონი სმიტს გასულ კვირას სახლში ბოროტმოქმედი შეუვარდა. დამნაშავის ვინაობა მოგვიანებით დადგინდა და ის ლიუკ ჰაბერმანი იყო. ენტონი ღამის 4 საათზე მეუღლემ გააღვიძა, რომელმაც გაიგო, რომ ვიღაც სახლში დადიოდა. ამის შემდეგ მებრძოლი ხელჩართული ჩხუბის მონაწილე გახდა.
"მე არ ვიტყუები, როცა ვყვები, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა იყო. ჩხუბი იმ იდეით დავიწყე, რომ სიკვდილისთვის მზად ვიყავი. არავინ, ვინც სრულ ჭკუაზეა, ღამით სხვის სახლში იარაღის გარეშე არ შევარდება. როცა ვინმე სხვის სახლში ღამე იპარება, ეს კარგით არ მთავრდება.
მე არ ვამბობ, რომ ყველაზე მაგარი ტიპი ვარ დედამიწაზე, მაგრამ ის ნამდვილად უბრალო ბიჭი იყო, მაგრამ ძალიან გამიჭირდა მასთან გამკლავება. მან ჩემი ყველა დარტყმა აიტანა. მე ვურტყამდი მუშტებს, იდაყვებს, მუხლებს. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და უბრალოდ ჩხუბს ვაგრძელებდი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ საშინელ ამბავში აღმოვჩნდებოდი. დღემდე შოკში ვარ", - განაცხადა სმიტმა ESPN-თან საუბარში.
ჰაბერმანი ნევადის შტატის პოლიციამ დააპატიმრა. სმიტმა განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი ფიზიკურად არ დაზარალებულან.
09:39 13-04-2020
"მე ვურტყამდი მას იდაყვებს, მუშტებს, მუხლებს, მაგრამ..." - MMA-ს მებრძოლს ღამით სახლში შეუცვივდნენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შესანიშნავი სცენარია ჰოლივუდისთვის
0
0
ავარჯიშეთ მერე რა იცი რა დადგება და აღარ იქურდებს მერე
18
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული