არქივი: UFC-ს მებრძოლმა ბილწი საუბრის გამო მებრძოლი პირდაპირი ინტერვიუს დროს სცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC Fight Night 147-ზე, რომლის მთავარ შეხვედრაში ხორხე მასვიდალმა ბრიტანელი დარენ ტილი დაანოკაუტა, არ შემოიფარგლა მხოლოდ ოფციალური ბრძოლებით. საქმე იმაშია, რომ მასვიდალმა ბრძოლის შემდეგ მეორე ბრიტანელს, ლეონ ედვარდსაც ეჩხუბა, თანაც პირდაპირი ეთერის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბს საკმაოდ ბევრი ხალხი ესწრებოდა და გაშველება მოასწრეს, ედვარდსმა სახეზე ჭრილობა მიიღო.

მოგვიანებით ხორხემ ინტერვიუში ისაუბრა თუ რა მოხდა:

"ინტერვიუს ვაძლევდი, როცა ეს ხულიგანი შორიდან მიყვიროდა: "ივლისი, ივლისში შენ გცემ. ერთ სავარჯიშო ბანაკადაც არ ღირხარ." გადავწყვიტე მივსულიყავი და ვუთხარი: "ეს ყველაფერი პირში მითხარი და
გამიმეორე," თანაც ხელები ზურგს უკან მქონდა, რომ მეჩვენებინა უბრალოდ სასაუბროდ მოვდივარ, როგორც კაცი კაცთან, მაგრამ ეს იდიოტი დგომში დამხვდა და გამოიწია. საიდანაც მე ვარ, თუ ასეთ დგომს იღებთ, ეს ნიშნავს, რომ საჩხუბრად ხართ მზად. აღარ დავაყოვნე და შეტევაში პირველი მე გადავედი" - ისაუბრა ხორხემ მოგვიანებით.


მკითხველის კომენტარები / 4 /
შერეული ორთაბრძოლები არის მარაზმი. ძირითადად აქ გამოდიან კლასიკურ ძალისმიერ სახეობებში (კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ძიუდო, ჭიდაობა) ხელმოცარული ხალხი. აგრესიული, საკუთარ თავზე დიდი აზრის მქონე, უზრდელი ხეპრეები.
vaxo
16:46 25-04-2020
4
ეს პირდაპირი ინტერვიუები და ბრძოლის წინა დღეებში მამლაყინწური გაქაჩვები პუბლიკის თვალწინ რა უბედურებაა?
0

სიახლეები პოპულარული