ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვის კომენტარს აბუჩად იგდებს, რომელიც რუსმა მებრძოლმა UFC 249-ზე ტონი ფერგიუსონისა და ჰასტინ გეიჯის ბრძოლასთან დაკავშირებით გააკეთა.
შეგახსენებთ, ნურმაგომედოვმა "თვითერზე" ბრძოლის დასრულების შემდეგ დაწერა: "კომენტარის გარეშე."
"ხაბიბ, შენ აბსოლუტურ გაუგებრობაში ხარ. ცქმუტავ, იმალები, როგორც ყოველთვის, როგორც ვირთხა. მე ეს ბევრჯერ აღვნიშნე და შენი ვირთხული საქციელი ბევრჯერაც გამოჩნდა. "კომენტარის გარეშე" - სასაცილოა. გრცხვენია ნამდვილი ჩხუბის." - დაწერა კონორმა "თვითერზე".
შეგახსენებთ, გეიჯი ტონის დამარცხების შემდეგ მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდა. გამომდინარე აქედან, ის ამ წონის მოქმედ ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს უნდა შეხვდეს.