UFC-ს ექს-ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა. მან ეს განცხადება დღევანდელი UFC 250-ის დასრულების შემდეგ, "თვითერზე" გამოაქვეყნა.
"ეი, ბიჭებო, გადავწყვიტე მებრძოლის კარიერა დავასრულო. მადლობა ყველას საოცარი ამბებისთვის. მაგარი მოგზაურობა გამოვიდა. ეს ფოტო დედაჩემთანაა გადაღებული ერთ-ერთი ტიტულის მოგების შემდეგ, ლას-ვეგასში. აირჩიე ნებისმიერი ოცნება, მეგ, მე შენ მიყვარხარ. რაც არ უნდა მოისურვო, შენი იქნება."
შეგახსენებთ კონორი ერთ წლიანი პაუზის შემდეგ იანვარში დაბრუნდა და დონალდ სერონე დაანოკაუტა. რამდენიმე დღის წინ კი მსუბუქი წონის დროებით ჩემპიონს ჯასტინ გეიჯის იწვევდა.