გთხოვ შეწყვიტე, აღარ შემიძლია ჩხუბი - UFC-ის დებიუტანტმა მწვრთნელს ბრძოლის შეჩერება 9-ჯერ სთხოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალგაზრდა მებრძოლი მაქს როჰსკოფი დღეს, 21 ივნისს  UFC-ის ფარგლებში სადებიუტო შეხვედრას ოსტინ ჰაბარდის წინააღმდეგ ატარებდა, როცა მწვრთნელს ბრძოლის შეჩერება სთხოვა.

მაქსმა ოქტაგონზე გასვლის შესახებ წინადადება ბრძოლის გამართვამდე 5 დღით ადრე მიიღო და ახალგაზრდა ჩხუბისთვის მზად არ იყო. ეს ყველაფერი ბრძოლის დროსაც გამოჩნდა - ის თითქმის ყველა დარტყმას უშვებდა და თავად საერთოდ ვერ პასუხობდა.

ბოლო რაუნდის წინ როჰსკოფმა შეხვედრის შეწყვეტა გადაწყვიტა და მწვრთნელს 9-ჯერ განუცხადა ამის შესახებ. თუმცა, მწვრთნელმა უარი განაცხადა მის სურვილზე და ბოლო მომენტამდე ცდილობდა მის დარწმუნებას, გაეგრძელებინა ასპარეზობა
- თუმცა, ბრძოლა მაინც შეწყდა, ოღონდ მას შემდეგ, რაც საქმეში მსაჯები ჩაერივნენ.

"ჩვენ ამ ეპიზოდზე ყურადღებას აუცილებლად გავამახვილებთ. შესაძლოა, მწვრთნელს სანქციებიც დაეკისროს, რადგან ის მებრძოლზე არ ზრუნავდა. ნათელია, მას არ უნდოდა მაქსის ოქტაგონიდან გამოყვანა,"- განაცხადა ნევადის შტატის ათლეტთა კომისისს დირექტორმა.

თავად მწვრთნელმა კი თქვა, რომ მოტივაციის მიცემა მისი სამუშაოს ნაწილია და დრო რომ უკან დაბრუნდეს, ისევ ისე მოიქცეოდა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
გამაზული ექნებოდა
muro
19:33 21-06-2020
2

სიახლეები პოპულარული