კვირას, 11 ივლისს, ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონი კამარუ უსმანი ხორხე მასვიდალს შეხვდება. უსმანის თავდაპირველი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი გილბერტ ბერნსი იყო, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა და ბრძოლიდან მოიხსნა, ხორხემ კი ის ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ მასვიდალი გუნდთან ერთად აბუ-დაბიში გუშინწინ კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, თუმცა ისინი ჯერ არა აბუ-დაბიში ჩაფრინდნენ, როგორც დაგეგმილი იყო, არამედ რომში, რადგან ხორხეს პიცა მოუნდა.
რომის შემდეგ კი დაგეგმილ არაბეთში ჩაფრინდნენ. კორონავირუსის სწრაფი ტესტირების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასვიდალის მთავარ მწვრთნელს, მაიკ ბრაუნს ვირუსი აქვს. ის ტურნირიდან მოკვეთეს.
"გუნდს შიოდა, იტალიის გავლით მივფრინავდით. როგორ შეიძლებოდა ამ ლამაზ ქვეყანაში პიცა არ გვეჭამა?
ჟურნალისტებმა უსმანი-ბერნსის ბრძოლაზე არ იცოდნენ, როცა ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცოდით. მე არ ვვარჯიშობდი ყოველდღე, დარბაზი ჩემიდან 2 საათის სავალზეა. თუმცა კვირაში 3-ჯერ მივდიოდი. ძირითადად, ფიზიკურ კონდიციებზე ვვარჯიშობდი, მაგრამ სხვა მებრძოლებსაც ვეხმარებოდი და მეტ-ნაკლებად ფორმაში ვარ. შეიძლება ვღელავდე, ტილს ან ასკრენს რომ ვხვდებოდე, ისინი სხვა დონის მებრძოლები არიან, მაგრამ უსმანი არ იწვევს ღელვის მიზეზს", - ჰყვება მასვიდალი.