ახალი მეგა-ბრძოლის მოლოდინში: მაკგრეგორი და მასვიდალი ერთმანეთს შეხვდებიან?

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ამბობს, რომ BMF ტიტულის მფლობელი ხორხე მასვიდალი არა ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონ კამარუ უსმანს, არამედ, შესაძლოა, კონორ მაკგრეგორს შეხვდეს.

- რად უნდა ხორხეს სატიტულო ბრძოლა, როცა მას უკვე აქვს ტიტული?
- კარგი შენიშვნაა.

- მას შეუძლია კონორ მაკგრეგორს შეხვდეს მებრძოლთა კუნძულზე...
- ესეც შესაძლებელია.

შეგახსენებთ, მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა დონალდ სერონეს წინააღმდეგ ნახევრად საშუალო წონაში გამართა, თუმცა მსუბუქი წონის ტიტულზე აპირებს ბრძოლას. ხორხე მასვიდალი ადრე მსუბუქ წონაში იბრძოდა, თუმცა განსაკუთრებულ პოპულარობას ნახევრად საშუალო დივიზიონში მიაღწია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული