გუშინ, 27 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ქართველი, გურამ ქუთათელაძე UFC-ში იბრძოლებს.
გურამი შვედეთში ვარჯიშობს და ზედმეტსახელად "ქართველ ვიკინგს" უწოდებენ. 28 წლის მებრძოლის ანგარიშზე 11 მოგება (7 ნოკაუტი, 3 მსაჯების გადაწყვეტილებით, 1 მტკივნეული ილეთით) და 2 მარცხია.
2015 წლიდან გურამი დაუმარცხებელია. მისი წონითი კატეგორია მსუბუქი წონაა. შესაბამისად, UFC-შიც მსუბუქ წონაში იასპარეზებს, სადაც ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვია.
შეგახსენებთ, მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში უკვე 6 ქართველია: რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე, გიგა ჭიკაძე, ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი და ლიანა ჯოჯუა.
აქაური ჯიგიტებისთვის გაისროლა ავრორამ, როცა ეს იდიოტური სპორტი გაპოპულარულდა ))))))))