2016 წელს ბელატორ 158-ზე მაიკლ "ვენომ" პეიჯი და ევანგელისტა სანტოსი დაუპირისპირდნენ. თანაბარი პირველი რაუნდის შემდეგ, მეორე რაუნდში "ვენომმა" უზუსტესი მუხლით სანტოსი სასტიკად დაანოკაუტა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრაზილიელ მებრძოლს თავის ქალა გაუტყდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სანტოსს კარიერის დასრულება მოუწია.