კორონავირუსისგან განკურნებული UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, რომლის ბრძოლა ალექს კასერესთან გაუქმდა, 10 ოქტომბერს ვენესუელელ ომარ მორალესს დაუპირისპირდება.
ბრძოლა აბუ-დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" ჩატარდება.
მორალესს ათივე ბრძოლა მოგებული აქვს, ჭიკაძემ კი ზედიზედ ხუთი გამარჯვება იზეიმა.
გიგამ განაცხადა, რომ დიდი მოლოდინი აქვს და სურს, მაყურებელს კარგი სანახაობა შესთავაზოს.