UFC-მ დიდი ბრძოლა დააანონსა - ლეგენდა დაბრუნდა

AutoSharing Option
UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2021 წლის 23 იანვარს "მებრძოლთა კუნძულზე" UFC 257 ღონისძიების მთავარი ბრძოლა კონორ მაკგრეგორსა და დასტინ პორიეს შორის გაიმართება.

ძნელია დათვლა, თუ რამდენჯერ წავიდა და დაბრუნდა კონორ მაკგრეგორი, თუმცა, რამდენჯერაც უნდა გააკეთოს, მაინც დიდი დაბრუნება იქნება, რადგან სპორტის ეს სახეობა სწორედ გიჟმა ირლანდიელმა აიყვანა სხვა დონეზე.

კონორმა ბოლო ბრძოლა 2020 წლის იანვარში გამართა და სერონე პირველ რაუნდში დაანოკაუტა. დასტინ პორიემ კი ხაბიბ ნურმაგომედოვთან განცდილი მარცხის შემდეგ დან ჰუკერს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ პორიე და მაკგრეგორი ერთმანეთს
პირველად 2014 წელს შეხვდნენ. მაშინ კონორმა დასტინი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მართალს ბრძანებთ
misha
24 ნოემბერი 2020 20:25
0
ამან თავისი ჩვეული შოუები დადგას და საზოგადოება გაართოს და რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ წავიდეს და მობრუნდეს, ხმის ამომღები არ ვარ :) :) ვის რას უშავებს, კარგ სანახაობას გვთავაზობს :)
123
24 ნოემბერი 2020 17:30
0
გეთანხმები, მაგარ შოუებს აწყობდა, მაგრამ რაც მოხუც კაცს ხელი დაარტყა, შემზიზღდა
llcl
24 ნოემბერი 2020 18:33
0

სიახლეები პოპულარული