სოლტ ლეიკ სიტიში გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და უმძიმესი ჰედქიქით დაამარცხა.
მოგეხსენებათ, ეს მებრძოლები ერთმანეთს პირველად 2018 წელს შეხვდნენ, მაშინ პორიემ ახალწვეულის გატიშვა შეძლო, ჯასტინმა კი დღეს სრულყოფილი რევანში აიღო.
ამ გამარჯვებით გეიჯი BMF ქამრის მფლობელი გახდა, ინტერვიუს მსვლელობისას კი ღიად განაცხადა, რომ სატიტულო ორთაბრძოლა სურს და იმსახურებს კიდევაც ამას.
რაც შეეხება ამ წონის ჩემპიონს, ტიტული ისლამ მახაჩევს ეკუთვნის, თუმცა თავის მხრივ, ისლამს 21 ოქტომბერს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან აქვს ბრძოლა ჩანიშნული.