"გსურთ ჭიკაძისა და სტეფენსის ბრძოლა?!" - მედია მსჯელობს

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძისა და მისი სავარაუდო მეტოქის შესახებ bjpenn-ი წერს:

"ჭიკაძე დღეს დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მებრძოლია. ქართველს კაბ სვანსონის დასამარცხებლად ძალიან ცოტა დრო დასჭირდა.

გიგამ გამარჯვების შემდეგ ბრძოლისთვის უკვე ჰოლოუეი, კატარი და როდრიგესი გამოიწვია, თუმცა, როგორც ჩანს, ბრძოლა სტეფან სტივენსთან უფრო მოხერხდება."

სტატიაში ჯონ მორგანის "ტვიტერის" პოსტია გამოყენებული, სადაც იგი ამბობს, რომ ჭიკაძის გუნდი დაინტერესებულია ჯერემი სტეფენთან 8 ან 15 მაისს დაპირისპირებით.

ამის შემდეგ გამოცემა წერს, რომ გიგა უკვე მებრძოლთა საუკეთესო ათეულშია და შეკითხვას სვამს - "გსურთ
იხილოთ გიგა ჭიკაძე ჯერემი სტეფენსის წინააღმდეგ?!"

აქვე გეტყვით, რომ ამერიკელი სტეფენსი უკვე 34 წლისა. იგი 175 სმ სიმაღლისაა და 70 კგ-ს იწონის, 32 წლის ჭიკაძე კი მასზე საკმაოდ მაღალია (183 სმ) და 66 კგ-ს იწონის.


მომზადებულია bjpenn-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული