ჭიკაძე საკუთარი რეკორდის გასაუმჯობესებლად შანსს ელოდება!

AutoSharing Option
32 წლის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ განაცხადა, რომ იგი აპირებს საკუთარი შედეგები გააუმჯობესოს, ამისათვის ჰიუსტონში მიემგზავრება და მზადაა, UFC-ის 262-ე ბრძოლაში რომელიმე მონაწილე შეცვალოს.

mmajunkie წერს, რომ ჭიკაძე ჰიუსტონში თანაგუნდელ ბენეილ დაირუშის მხარდასაჭერად ჩავა და საკუთარ შანსს დაელოდება. ვიდეოინტერვიუში გიგა გეგმებზე საუბრობს:

"რასაც ახლა ვაკეთებ, ბილეთის შეძენა და მეგობრის მხარდასაჭერად გამგზავრებაა. მე მინდა იქ ყოფნა და თუკი საკუთარი ბრძოლა არ მოხერხდა, მაინც სიამოვნებას მივიღებ".

გამოცემა წერს, რომ ჭიკაძეს რამდენიმე პოტენციური ვარიანტი აქვს როგორც მსუბუქ, ასევე ნახევრად მსუბუქ წონაში და ერთი
კვირის წინ მიღწეული უდიდესი გამარჯვების შემდეგ მზადაა ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენოს.

ქართველი მებრძოლი ამბობს:

"მსურს ჩემი რეკორდი გავაუმჯობესო. შარშან ოთხჯერ ვიბრძოლე, 2021 წელს კი ხუთი დაპირისპირების გამართვა მსურს."


მომზადებულია mmajunkie-ს მიხედვით


altარის! გიგა ჭიკაძემ ლეგენდარული მებრძოლი პირველ წუთზევე საფირმო დარტყმით გაანადგურა [VIDEO]



altრა თანხა მიიღო ჭიკაძემ სიმონსის დამარცხებით?




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული