MMA-ს მებრძოლმა ქუჩაში ექსპრეზიდენტის ნათესავს სცემა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჟურნალ "დაღესტნის" მთავარი რედაქტორის, მაგომედ ბისავალიევის თქმით, MMA-ს რუსი მებრძოლი ისლამ ვაგაბოვი ბრალდებულია, როგორც სავარაუდო დამნაშავე. მას, სავარაუდოდ, ბრალი ედება დაღესტნის ყოფილი პრეზიდენტის, მუხუ ალიევის ნათესავის მკვლელობაში.

11 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ სცემდა 29 წლის მებრძოლი ალიევს. წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო.

"მუხუ ალიევის ნათესავი, რომელსაც სამი დღის წინ სცემეს, ინსაიდური ინფორმაციით, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამბობენ, მის ცემაში მონაწილეობდა MMA-ს მებრძოლი ისლამ ვაგაბოვი და ის ძებნაშია." - წერს ბისავალიევი.

ვაგაბოვმა უკანასკნელი ბრძოლა 2019 წლის აგვისტოში
ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 მოგებაა 2 შეხვედრაში.

წყარო: Sports.ru

altდაღესტანში ქორწილში ალკოჰოლი შეიტანა, რის გამოც შენიშვნა მიიღო და პირდაპირ ქორწილში იჩხუბა - UFC-ის მებრძოლი სკანდაში გაეხვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული