ჭიკაძე მონაწილეობას საღამოს მთავარ ბრძოლაში მიიღებს

AutoSharing Option
გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ შეხვედრას 28 აგვისტოს ლეგენდარული ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ გიგა პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც მონაწილეობას საღამოს მთავარ ბრძოლაში მიიღებს.

გიგასთვის UFC-ის 2020 წელი გამორჩეული გახლდათ. ქართველმა კალენდარულ წელიწადში 4 გამარჯვება მოიპოვა, ამ მომენტში კი ჭიკაძის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 2 მარცხია, უშუალოდ UFC-ის ეგიდით გამართულ შეხვედრებში კი ჩვენებურს 6 გამარჯვება და 0 მარცხი აქვს.

ედსონ ბარბოსამ 22 ორთაბრძოლა მოიგო და 9 დათმო.

ჭიკაძე რეიტინგში მე-10 ადგილს, ხოლო მისი ბრაზილიელი მოწინააღმდეგე კი მე-9 ადგილს იკავებს.

მომზადებულია espn-ის
მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავ გიგა კიდევ ბევრ წარმატებებს გისურვებ.
გიზოგ
10:44 29-08-2021
0
ეს ბიჭი ნამდვილი მხეცია. მიდი გიო, ჩაუტარე მასტერკლასი, რომ ოქტაგონისკენ გახედვა აღარ მოუნდეს.
0

სიახლეები პოპულარული