გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ შეხვედრას 28 აგვისტოს ლეგენდარული ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ გიგა პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც მონაწილეობას საღამოს მთავარ ბრძოლაში მიიღებს.
გიგასთვის UFC-ის 2020 წელი გამორჩეული გახლდათ. ქართველმა კალენდარულ წელიწადში 4 გამარჯვება მოიპოვა, ამ მომენტში კი ჭიკაძის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 2 მარცხია, უშუალოდ UFC-ის ეგიდით გამართულ შეხვედრებში კი ჩვენებურს 6 გამარჯვება და 0 მარცხი აქვს.
ედსონ ბარბოსამ 22 ორთაბრძოლა მოიგო და 9 დათმო.
ჭიკაძე რეიტინგში მე-10 ადგილს, ხოლო მისი ბრაზილიელი მოწინააღმდეგე კი მე-9 ადგილს იკავებს.
მომზადებულია espn-ის მიხედვით