ელიტური სტრაიკერების დაპირისპირების მიმართ გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი. ქართველმა სპორტსმენმა, პირველ ორ რაუნდში,მეტოქეს ფეხით რამდენიმე დარტყმა მიაყენა, მესამე რაუნდში კი დაანოკაუტა.
ქართველმა მებრძოლმა, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე, რეიტინგის პირველი ნომერი მაქს ჰოლოუეი გამოიწვია და განაცხადა:
"კონორის ერა დასრულდა, ხაბიბი სპორტიდან წავიდა, ახლა გიგას დროა!"
არის! გიგა ჭიკაძემ ლეგენდარული მებრძოლი პირველ წუთზევე საფირმო დარტყმით გაანადგურა [VIDEO]