ედსონ ბარბოსას დამარცხების შემდეგ გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში უფრო დიდ წინსვლას ელოდა, შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი მე-10 ადგილიდან მე-8 ადგილზე დააწინაურეს.
როგორც ჩანს, გიგასთვის რეიტინგში წინსვლა დამაკმაყოფილებელი სულაც არაა. ის ორთაბრძოლაში როგორც მე-10 ნომერი ისე წარსდგა და მე-3 რაუნდში ლეგენდარული ედსონ ბარბოსა (9) სასტიკი ნოკაუტით დაამარცხა.
"მე ამით კმაყოფილი არ ვარ. მე-10 ნომერი ვიყავი, რეიტინგის მე-9 ნომერი დავამარცხე, თუმცა ის უბრალოდ მე-9 ნომერი არ იყო, არც მსაჯთა გადაწყვეტილებით, არც ახლო ბრძოლით, მე მეტოქეებს "განავლისგან ვცლი", გასულ კვირასაც ეს მოხდა, როდესაც ედსონ ბარბოსასნაირ მებრძოლს ამარცხებ და შენ მე-10 ნომერი ხარ, მე-8 ნომრად არ უნდა გადაგწიონ, ვფიქრობ, 5 საუკეთესო მებრძოლში უნდა შევდიოდე.
საერთოდაც მეგონა, რომ ჩემს გვარს 3 საუკეთესოთა შორის დავინახავდი, რადგან ხსენებულ სამეულში ერთი ადამიანი ირიცხება (იაირ როდრიგესი), რომელსაც ჩემი UFC-ში მოსვლის შემდეგ არ უჩხუბია, მე კი ამ დროის განმავლობაში 7 შეხვედრა ჩავატარე - დიახ, 7 შეხვედრა 2-ზე ნაკლებ წელიწადში. ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. მათ მე-8 ადგილზე გადამწიეს, რაც დამეთანხმებით სამწუხაროა" - განუცხადა გიგამ mmajunkie-ს ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ჭიკაძე UFC-ში 2019 წლის სექტემბერში წარსდგა, ამ მოკლე პერიოდში კი ქართველმა არაერთი შესანიშნავი დარტყმა შემოგვთავაზა. ჩვენდა სასიხარულოდ, გიგა წინ და წინ მიიწევს! უკანასკნელი გაჩერება კი საჩემპიონო ქამარი გახლავთ.
ჭიკაძე შეუჩერებელია - გიგამ ბრაზილიელი ლეგენდა დაანოკაუტა [VIDEO]
ბოღმით ლაპარაკობ. არ მგონია ეს მოსაწონი იყოს.