![](https://sportall.ge/pictures/image5/1da964c83511878c1a900e71a2cdf4d4.jpeg)
მერაბ დვალიშვილი UFC-ის Bantamweight კატეგორიაში 5 საფეხურით დაწინაურდა და ქართველ სპორტსმენებს შორის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა - მერაბი ამჟამად მე-6 პოზიციაზეა.
დვალიშვილმა მე-6 ადგილი მარლონ მორაესს ჩამოართვა, რომელიც 25 სექტემბერს ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილის შემდეგ ქართველ MMA მებრძოლებს შორის გიგა ჭიკაძეა, რომელიც Featherweight-ის მე-8 ნომერია. ამავე წონაში დაუმარცხებელი ილია თოფურია მე-15 ადგილს იკავებს.