ჭიკაძის ახალი ბრძოლა სახელოვანი მეტოქის წინააღმდეგ - შესათანხმებელი დეტალებია

AutoSharing Option
MMAJUNKIE-ს ცნობით, 2022 წლის პირველი ღონისძიების (15 იანვარი) მთავარ ბრძოლას გიგა ჭიკაძე და კელვინ კატარი გამართავენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გამართვის ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია, UFC-ის ხელმძღვანელობა ნელ-ნელა ყველაფერს გეგმავს.

გიგამ UFC-ში 7 ორთაბრძოლა გამართა და ყველაში თვითონ გამოდგა გამარჯვებული. რაც შეეხება კატარს, ამ ორგანიზაციაში კელვინი ოქტაგონზე 9-ჯერ გამოვიდა, 6 დაპირისპირება მოიგო, 3 კი დათმო.

ხელმძღვანელობას ბოლო დეტალების მოგვარებაღა დარჩა და გიგას ახალი მეტოქე ცნობილი გახდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი, წარმატებები გიგას)) მოიგებს ნაღდად)) ვილკანოვსკი ძლიერია ასე ძალიან ძლიერია ილია თოფურია რომელიც მალე აიწევს რეიტინგში))
Aqsadaqsa
14:40 09-10-2021
0
გიგა მაგარია.კატართან შედარებით უფრო მრავალფეროვანია და უნდა მოუგოს.მაგარი ბრძოლა იქნება.ამ წონაში ვოლკანოვსკის ჩათვლით ყველას დამარცხების პოტენციალი აქვს.ერთადერთი ვისაც არ მინდა შეხვდეს და ვისთანაც ნაკლები შანსი აქვს მოვსარ ევლოევია.
რუსლანი
11:48 09-10-2021
2

სიახლეები პოპულარული