ცოტახნის წინ ქართველმა მებრძოლმა, ზვიად ლაზიშვილმა UFC-ში სადებიუტო შეხვედრა გამართა.
მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი ჯონათან მარტინესი იყო. ბრძოლა დაგეგმილ სამ რაუნდს გაგრძელდა, სადაც მცირე უპირატესობა ამერიკელს ჰქონდა. მსაჯებმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მარტინესს მიანიჭეს (27-30, 28-29, 28-29).
ლაზიშვილისთვის ეს მარცხი კარიერაში პირველი იყო. აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლი ბრძოლას რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა.