პეიჯის ცხოვრება ურთულესი იყო, მას მოუწია გადაეტანა გაუპატიურება, უსასტიკესი დაცინვა, ბულინგი, მაგრამ საბოლოოდ, როგორც თვითონვე ამბობს, ყველაფერი ხასიათის სიმტკიცისა და რელიგიის წყალობით გადალახა. დაქორწინდა სპორტსმენზე, რომელიც მის მსგავსად, მებრძოლია.
ბავშვობაში პეიჯი საყვარელი, პოზიტიური, გულანთებული და ლაღი გოგონა იყო, რომელიც ცეკვაზე დადიოდა და არასდროს ფიქრობდა შერეულ ორთაბრძოლებზე. თუმცა ზუსტად მისი გარეგნობა გახდა ბულინგის მიზეზი. ბევრს შურდა მისი, ამცირებდნენ, ესროდნენ ნაგავს, უხევდნენ ჩანთასა და წიგნებს, სცემდნენ. პატარა ვანზანტს არ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა და კლასელების მხრიდან ყველანაირი დამცირების მოთმენა უწევდა.
ვერასდროს ხვდებოდა, რატომ ვერ იტანდნენ - ამის გამო არ უყვარდა სკოლაში სიარული. როცა 14 წლის იყო, კლასელებმა წვეულებაზე მიიწვიეს. გოგონას გაუხარდა, მაგრამ ამაოდ - იმ ღამეს მან ჯოჯოხეთი გამოიარა და სახლში სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა.
"მარტოსულად ვგრძნობდი თავს და მწყინდა. იმ დღეს მხოლოდ ერთი რამ გავიფიქრე, ვაუ, ძლივს ვიღაცებს, შესაძლოა, ჩემთან დამეგობრება სურთ-მეთქი... მაგრამ ბიჭებმა, რომლებიც წვეულებაზე იყვნენ, წრე შემომარტყეს და ძალადობა დაიწყეს. როცა ვცდილობდი, წინააღმდეგობა გამეწია, მცემდნენ. გონზე ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეული თითქოს მოკვდა. ვხვდებოდი, რაც ხდებოდა, მაგრამ არ შემეძლო ამის შეჩერება. სხვა გზა არ მქონდა, გარდა მოთმენისა და ლოცვისა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო“, - ამბობს ვანზანტი.
ბიჭებმა არა მხოლოდ გააუპატიურეს პეიჯი, არამედ სკოლაშიც გაავრცელეს ხმები მომხდარის შესახებ. გოგონა კიდევ უფრო გარიყეს: დასცინოდნენ და ბოზს ეძახდნენ. პეიჯმა გადატანილ ტრაგედიაზე მშობლებსაც არაფერი უთხრა... სუიციდზე ფიქრობდა, თუმცა საკუთარ თავში ძალა გამონახა და "შავი ფიქრები" დაძლია, რაშიც დიდწილად სპორტი დაეხმარა.

როცა კლასელების ბულინგი აუტანელი გახდა, მშობლებმა UFC-ის ჩემპიონის, კენ შემროკის დარბაზში შეიყვანეს. პეიჯს სიტუაცია ძალიან მოეწონა, ხოლო საყვარელი მოცეკვავე გოგოსგან მალე მებრძოლად გარდაიქმნა. გაუპატიურებამ და დაცინვამ გოგონა ბევრად ძლიერი გახადა - მას ფოლადის ხასიათი ჩამოუყალიბდა.
"ვფიქრობ, ჩემი გარეგნობის გამო ვერ მიტანდნენ. სკოლა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდია. ისეთი სიტუაცია იყო, იმდენად მტკიოდა... უბრალოდ, ამ დროს არ გინდა მოკვდე, გსურს, რომ ეს ტკივილი როგორმე აღარ შეიგრძნო. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო კოლეჯში ადრე შევედი. ახლა წარსულში არაფერს შევცვლიდი. დაცინვამ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გამხადა", - ამბობს პეიჯი.
გაუპატიურების შესახებ ვანზანტმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა. სწორედ აქედან გაიგეს მისმა მშობლებმაც. აღსანიშნავია, რომ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონები პეიჯს სწერენ, ის კი მათ დიდი ენთუზიაზმით ეხმარება და რჩევებს აძლევს.