"ქართველმა ყელზე დანა მიაბჯინა" - როგორ იხსნა ჩვენებურმა MMA-ს კლუბის მენეჯერი ლეგენდისაგან

AutoSharing Option
ამერიკაში, ნიუ-მეხიკოში მდებარე MMA-ს კლუბისა და დარბაზ Jackson Wink-ის გენერალურმა მენეჯერმა მიხაილ ლიუბიმოვმა რუსულ sport-express-თან საუბარში გაიხსენა, როგორ იხსნა ქართველმა მებრძოლმა დანით MMA-ს ლეგენდა ალისტერ ოვერიმისაგან.

"ერთი ამბავი გამახსენდა. ჩვენთან ქართველი ვარჯიშობდა. ოვერიმი დარბაზში მოვიდა და გამომეკიდა. მეორე სართულზე გავიქეცი, მაგრამ დამეწია და დამიჭირა, ყელში ხელი მომიჭირა. სულ გავწითლდი, ძლივს ვამბობდი, გაჩერდი-მეთქი - როგორია 120-კილოგრამიანი მანქანა რომ ხელებში მოგიმწყვდევს. ამ დროს ქართველი მოვიდა, ოვერიმს დანა დაადო და ეუბნება: "თავი დაანებე!" დაინახა, რომ ვეღარ ვსუნთქავდი. მერე გაწევ-გამოწევა მათ შორის დაიწყო, ოვერიმმა -
დანა ვის დაადეო.

ეს ქართველი რომან დოლიძე არ ყოფილა, მოყვარული სპორტსმენი გახლდათ. როცა ოვერიმისაგან გაქცევას ვცდილობდი, სამზარეულოსთან ჩავირბინე, ქართველი იქ იყო და რაღაცას ამზადებდა. ოვერიმი ასეთია, სიამოვნებას ხალხის წვალებით იღებს, ასეთი ქცევები ხშირად ჰქონდა", - განაცხადა ლიუბიმოვმა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ვარჯიშის დროს ჯონ ჯონსს ტრავმა მიაყენა, რის გამოც ჯონი დანიელ კორმიეს ვერ ეჩხუბა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოვერიმის ლეგენდად მოხსენიება ცოტა გაბუქებულად მეჩვენება
მამუკა
14:01 15-12-2021
3
კი მასე იყო,ქართვეკლმა ჯერ დანა მიაბჯინა ყელზე და მერე ალისტერამ პირი რომ გააღო 1 ლიტრა გირჩის მურაბა ჩაასახა ხახაში, ჩათხარა და ამით დააშოშმინა ეს აღზნებული პირუტყვი!
გირჩის თანაშემწე
19:21 14-12-2021
25

სიახლეები პოპულარული