თოფურიას მეტოქე ბრძოლიდან გაურკვეველი მიზეზით ჩაეხსნა

AutoSharing Option
UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე ილია თოფურიას მეტოქე მოვსარ ევლოევი გაურკვეველი მიზეზით ბრძოლიდან ჩაეხსნა. ამიტომაც ქართველმა ახალი მებრძოლის ძებნა დაიწყო.

ილიამ "ტვიტერის" საშუალებით დენ აგე გამოიწვია და 23 იანვარს ბრძოლა შესთავაზა.

"საქმეში ხარ? გამაგებინე სასწრაფოდ, თუ ბრძოლა გსურს და 23 იანვარს შეგხვდები" - წერს ქართველი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის თოფურიას UFC-ის ეგიდით 11 მოგება და 0 მარცხი აქვს. იასპარეზებს თუ არა 270-ე ღონისძიებაზე ილია, ამას გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიგებთ. რაც შეეხება ევლოევთან ბრძოლას, მოგეხსენებათ, ინგუშმა ჩვენებურს ჩვარი უწოდა და ოქტაგონის მოწმენდას
დაჰპირდა, რის გამოც მებრძოლებს შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა.

რაც შეეხება ხსენებული ღონისძიების მთავარ ბრძოლას, ის ფრანსის ნგანუსა და დროებით ჩემპიონ სირილ განის შორის წარიმართება. სულ 14 ორთაბრძოლაა დაგეგმილი.

მომზადებულია mmafighting-ის მიხედვით

alt"მატადორი კი არა ჩვარი ხარ" - ინგუში თოფურიას მიმართავს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ინგუშები ჯიგრები, ჩვენი ძმები არიაან :)

დენ აგე არ დაგვეთანხმა?
ოთო
12 იანვარი 2022 22:41
0
ჰა რამ შეგაშინა ევლოევო
მიშა
12 იანვარი 2022 16:42
0
გაურკვეველი მიზეზით ჩაეხსნა ანუ ჩაისვარა. შე ქვეშა-ვია შენა, წადი ახლა და წმინდე ოქტაგონი, ისედაც ჩვარი ხარ.
12 იანვარი 2022 14:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული