"ისე ვიბრძოლებ, როგორც არასდროს და ამ ბიჭს დავანოკაუტებ..." - გიგა მოახლოებულ ბრძოლაზე საუბრობს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 16 იანვარს გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ქართველმა მებრძოლმა ESPN-თან ინტერვიუში ამერიკელ ათლეტზე ისაუბრა.

"ჩემს კარიერაში ამჯერად ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე მყავს. ბრძოლას სრული სერიოზულობით ვუყურებ, ყველას სურს ტიტულისთვის დაპირისპირება, ასე არაა?

ჰოლოვეისა და ვოლკანოვსკის ბრძოლა ჩაიშალა. ეს ყველაფერი აღმაფრთოვანებს. ვცდილობ საკუთარი თავი დავამშვიდო, ასეთ დროს არ უნდა გაბრაზდე და არც დროზე ადრე გაიხარო, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დროც მოვა.

გარკვეული პერიოდის წინ დანა უაითს ვესაუბრე. ჩვენ გარკვეულ თემებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, სატიტულო ორთაბრძოლაზეც. მან მითხრა:
"საქმეზე გადადი და მერე ვილაპარაკოთ". ასე რომ, კელვინთან ბრძოლის წინ დიდი მოტივაცია მაქვს.

ამ კვირას ისე ვიბრძოლებ, როგორც არასდროს და ამ ბიჭს დავანოკაუტებ, თუმცა ამის არავის სჯერა. ყველამ გაახილეთ თვალი და უყურეთ ჩემს ორთაბრძოლას", - განაცხადა გიგამ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ᲥარᲗველებს არ უხდებაᲗ ეს წინასაბრᲫოლო ბაქიბუქი.
0
amas cota tavshi xom ar auvarda.
giorgi
18:01 13-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული