კატარმა ჭიკაძე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეხვედრა 5 რაუნდს გაგრძელდა, როგორც მოსალოდნელი იყო დაპირისპირება მძიმე გამოდგა და ორივე ათლეტმა წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა.

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს - კატარმა 418 დარტყმა სცადა, საიდანაც 157 (37.6%) ზუსტი გამოვიდა, გიგას 148 მცდელობიდან მიზანს 129-მ მიაღწია. ჩვენებურს ამერიკელის წაქცევა (takedown) არ უცდია, კელვინს 7 მცდელობიდან 2 გამოუვიდა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კელვინმა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ გიგა ჭიკაძე ის მებრძოლი ნამდვილად იყო, რომელთანაც
გამოცადა იყო თუ არა და იმსახურებდა თუ არა ადგილს წონის ლიდერებში.

გთავაზობთ შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 32 /
კომენტარები ძალიან მომწონს, აბა რაა, ახლა სჭირდება მას გვერდით დგომა და გამხნევება. არა უშავს გიგა, ზოგჯერ წაგება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოგება, გააჩნია ვინ როგორ გამოიყენებს. იმედია სწორ დასკვნებს გამოიტან და საშენოდ გამოიყენებ ამ ყველაფერს. წარმატებები ძამიკო.
t
16 იანვარი 2022 14:11
2
აბა რას ტრაბახობდა ამდენს.
status quo
16 იანვარი 2022 13:22
24
გენაცვალე ძმა,პირველი რა ვთქვი ეგ იყო რომ ქადილი და ტრაბახი ჩევნი საქმე არ არის.იტრაბახოს იმან,შენ გადი და ჩახადე და და დაანახე რომ არარაობაა.დუმილი და თავმდაბლობა ყველაზე მეტი სათნოებაა.
დავითი
17 იანვარი 2022 00:25
0
ბაქი ბუქობა არავის უხდება და არც მაქგრეგორსაც მათშორის დდ ეგარიყო ჩვარის ფუნქციას როასრულებდა ჩეჩენთან.
Zaza
16 იანვარი 2022 13:08
9
ცუდი არ იყო გიგა უბრალოდ კელვინმა ბრძოლის სტილით აჯობა მუდმივად შეტევაში იყო. კელვინს ქულებით მოუგო რთულია რადგან მეტს ყოველთვის ის დაგარტყამს. გიგას შანსი მტკივნეული ან ნოკაუტი იყო რაც კარგად გამოდის თუმცა დღეს ვერ შეძლო. არაუშავს გიგა ჩვენ შენი გვჯერა ცოტა შვება ვიგრძენი ქულებით რო წააგო და არა დაფინიშებით
ქართველი
16 იანვარი 2022 12:42
1
სულ იდაყვებით ურტყავდა ეს ბოზი
mamuka
16 იანვარი 2022 12:00
3
baqia
Juve
16 იანვარი 2022 11:59
12
გაყიდეს რა მსაჯებმა!!! :) ნუ ეს ხუმრობით, რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას გიგამ ეს ბრძოლა ბრძოლამდე წააგო თავის თავზე უაზრო და ზედმეტად გადაფასებული წარმოდგენის გამო. ერთის მხრივ ძალიან კარგი ფაქტი მოხდა დაანარცხეს ციდან მიწაზე, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მეტად კონცენტრირებული იქნება და ბევრად ძლიერიც დაბრუნდება.
აი მას შემდეგ რაც შეეცდომებს გაანალიზებს , ნაკლებს იტრხაბახებს მეტს ივარჯიშებს კარდიოზე, გრეპლინგზე და სხვა მინუსებზე ამის შემდეგ უკვე რეალურად შეიძლება ჩაითვალოს ქამრის მოპოვების კანდიდატად!!!

წარმატებები გიგა შენ ჩემპიონობა შეგიძლია!!!
Buka
16 იანვარი 2022 11:24
1
ჩვენ ყველანი მისი გულშემატკივრები ვართ და მისი გამრჯვება გაგვიხარდებოდა!.. მაგრამ საყვედურები სამართლიანია: ამას ვუზამ და იმას ვუზამით შეიძლება ვინმე ახალბედას ფსიქიკაზე იმოქმედო, თორემ ოქტაგონზე გამოჯეკილ მოწინააღმდეგეს მაგით მხოლოდ აგრესიას თუ მოუმატებ შენს წინააღმდეგ!.. მაკგრეგორის ტინგიცობები ნამდვილად არ მგონია მისაბაძი! ქცევის ჯენტლმენური მანერით, გასაოცარი თავმდაბლობით, ყველაზე სანიმუშოდ მიმაჩნია ფიოდორ ემელიანენკო, რომელიც იმავდროულად იყო ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლი: 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი ММАმძიმე წონაში, Pride FC ვერსიით, 2-გზის - RINGS ვერსიით, 2-გზის — WAMMA -ს ვერსიით, მსოფლიოს 4-გზის და რუსეთის 9-გზის ჩემპიონი საბრძოლო სამბოში!..დადგებოდა მოწინააღმდეგის პირისპირ თავდახრილი; თვალს თვალში რომ გაუყრიან და მზერით გატეხვაში რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ეს სახეშიც არ შეხედავდა: იდგა, როგორც სამუშაოდ მოსული კაცი!.. დაამთავრებდა "სამუშაოს" და კი არ ხტუნაობდა და მალაყებს კი არ გადადიოდა სიხარულისაგან, ოდნავი ღიმილი თუ გაუკრთებოდა სახეზე, ეგ იყო და ეგ!
უცხო კაცი
16 იანვარი 2022 11:07
1
შედეგი ხან წაგებაა ხანაც მოგება. მთავარია მებრძოლია, სპორტსმენია, კეთილია, ჯიგარია. ორმაგი შემართებით დღეიდანვე გიგა
გია
16 იანვარი 2022 10:45
1
კომენტარებს გადავხედე და მივხვდი რომ ბევრმა არ იცის ეს სპორტი, ეს არ არის ფეხბურთი ან კაპათბურთი, რომ დაიწყო “პატივს ვცემ მოწინააღმდეგეს, მე მას ვაფასებ და ა.შ”.

აქ ომი იწყება ბრძოლამდე და ზოგი ამ ბაქი ბუქობით იგებს კიდევაც ბღძოლას, რადგან ასე ცდილობენ ერთმანეთის გატეხვას.

უბრალოდ არაკორექტულია ახლა ბაქია ეძახო და მანამდე Hero, მას ჰქონა ყველაზე მაგარი შანსი ჩემპიონობის, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, მოულოდნელად დამარცხდა.
მენტალისტი
16 იანვარი 2022 10:02
26
მოიცა და ამ ბაქიბუქობის მერე რომ აგებენ ხოლმე ეგ ლამაზია?სპორტი არის სპორტი და ჩემის აზრით ამ რაღაც ვითომ სპორტში სწორედაც რომ ეგ პატივისცემა არაა მოწინააღმდეგის რაც უნდა იყოს.მოიცა და პირიქით რომ თქვა სენა მოწინააღდეგეზე პატივს ვცემო და შექება რომ დაუწქყო ვერ ოიგებ მასე?მაშინ იიგვე ჭიდაობაში რატომ არ აკეტებენ მასე და არ ბაქიბუქობენ?იმიტომ რომ ჭიდაობა არის მართლა ვაჟკაცური სპორტი და ვაჟკაცურადაც ექცევიან იქ ერთმანეთს,რაგბი რომ რაგბია იქაც კი ერთმანეთის პატივისცემაა დ აქ სანამ ერთი მეორეს თავპირს არ დაალეწავს მანამდე ისეთ სიტყვებს ეძახიან რომ რა ვიცი ახლა არაა ლამაზი და არც მოსაწონი.მკვეხარა ქოთნის თემაა რა.
გეგი
16 იანვარი 2022 21:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული