"წლის ნამდვილი დასაწყისი..." - ცნობილი მებრძოლები გიგასა და კელვინის ბრძოლას აფასებენ

AutoSharing Option
2022 წლის UFC-ის პირველ ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძემ და კელვინ კატარმა შესანიშნავი 5 მატჩიანი დრამა შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, ორთაბრძოლა ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ვეგასის 46-ე ღონისძიების ქართულ-ამერიკულმა დაპირისპირებამ შესაძლოა წლის მთავარი შეხვედრის ტიტულიც მოიპოვოს (ერთ-ერთი ფავორიტი იქნება).

mmafighting ბრძოლას აფასებს და კელვინის მაქსთან დაპირისპირებას იხსენებს, პარალელს კი ჭიკაძესთან შეხვედრაზე ავლებს:

"ზუსტად 1 წლის წინ კატარი ყოფილ ჩემპიონთან, მაქს ჰოლოვეისთან სასტიკად დამარხდა, 1 წლის შემდეგ კი ჭიკაძესთან გონგიდან-გონგამდე დომინირებდა, ქართველმა მშვენივრად დაიწყო, თუმცა კელვინმა კიკბოქსიორს მძიმე დარტყმები მიაყენა, ყველამ ვიცით, რომ
ქართველი თავის წონაში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია, თუმცა დღეს ამერიკელმა უპირობოდ სძლია".

რა თქმა უნდა, მსგავსი კალიბრისა და სანახაობის დაპირისპირებას ცნობილი მებრძოლებიც გამოეხმაურენ:

"ახლა შენ იცი, კელვინ გილოცავ" - ალექსანდრ ვოლკანოვსკი

"კელვინ გილოცავ, ეს რა წარმოდგენა იყო" - მაქს ჰოლოვეი

"დიდებული ორთაბრძოლა იყო" - კამარუ უსმანი

"ეს სულელური გართობა იყო" - პოლ ფელდერი

"კატარის იდაყვები იდეალურია" - კენი ფლორიანი

"დიდებული ბრძოლა იყო, წლის ნამდვილი დასაწყისი!" - ქებ სვანსონი

"წლის ბრძოლის მთავარი კანდიდატი იქნება" - ტიაგო მოიზესი



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები მომავალში
გული არ გაიტეხო.
საწყენია, მაგრამ გვჯერა, რომ დიდი მომავალი გაქვს.
ეხ
16 იანვარი 2022 15:33
1
გიგა წარმატებები. წაგება მოდის სპორტში. ჩვენ გვინდა ყოველი ბრძოლა მოიგო მაგრამ როგორც ჩვენ გვინდა ეგრე სადაა ხოლმე
. გიგა არ დანებდე კიდე მოუმატე !!
აევკლ
16 იანვარი 2022 16:41
1
კი აჯაობა მარა ისეთი დიდი სხვაობა არ იყო როგორიც სტატისტიკაში ეწერა. გიგას გამოცდილება არ ეყო, ეტყობოდა როგორ ღელავდა. ქართველ კაცს ქიდაობა ცოტა მაინც უნდა ეხერხებოდეს, რასაც ვერ ვიტყვი გიგაზე. წარმატება გიგა! იმედია რომელიმე ქართველი გაგვახარებს და ჩემპიონი გახდება.
G.LA
16 იანვარი 2022 12:57
2
რაო ისეთი დიდი სხვაობა არ იყო ? მესამე რაუნდიდან კატარმა სასტიკად ცემა გიგა , კიდევ კაი ცოცხალი გაიყვენეს გიგა ....
ა.კ
16 იანვარი 2022 14:47
7
პარტერმა დაგალა მაგრად ეს იყო ჩემი აზრით მთავარი პრობლემა რომ ადგა ეგრევე მივხვდი რომ წააგებსა
Chibu
16 იანვარი 2022 14:28
1
არ უნდა იტრაბახო, მითუმეტეს, როცა მეორე რაუნდში უკვე გული გივარდება დაღლილობისგან. "ტექნიკური მებრძოლი" სად იყო ტექნიკა?
გაიუსი
16 იანვარი 2022 23:03
1
მალე დაიღალა გიგა, დარტყმებიც უზუსტო და სუსტი ჰქონდა, მარტო პირდაპირი დარტყმები არ ნიშნავს ტექნიკურ სპორტსმენს, ჭიდაობაში ნოლი ყოფილა, ცოტა ხომ მაინც უნდა იცოდე იატაკზე თუ აღმოჩნდი, ჩემი აზრით სერიოზული მოწინააღმდეგესთან ყოველთვის წააგებს, მომზადება აკლია თან სერიოზული
max
16 იანვარი 2022 21:09
1
აჯობებდა არ ეტრაბახა..
მითხუმ ჩაკრაბორტი
17 იანვარი 2022 00:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული