"წლის ნამდვილი დასაწყისი..." - ცნობილი მებრძოლები გიგასა და კელვინის ბრძოლას აფასებენ

AutoSharing Option
2022 წლის UFC-ის პირველ ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძემ და კელვინ კატარმა შესანიშნავი 5 მატჩიანი დრამა შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, ორთაბრძოლა ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ვეგასის 46-ე ღონისძიების ქართულ-ამერიკულმა დაპირისპირებამ შესაძლოა წლის მთავარი შეხვედრის ტიტულიც მოიპოვოს (ერთ-ერთი ფავორიტი იქნება).

mmafighting ბრძოლას აფასებს და კელვინის მაქსთან დაპირისპირებას იხსენებს, პარალელს კი ჭიკაძესთან შეხვედრაზე ავლებს:

"ზუსტად 1 წლის წინ კატარი ყოფილ ჩემპიონთან, მაქს ჰოლოვეისთან სასტიკად დამარხდა, 1 წლის შემდეგ კი ჭიკაძესთან გონგიდან-გონგამდე დომინირებდა, ქართველმა მშვენივრად დაიწყო, თუმცა კელვინმა კიკბოქსიორს მძიმე დარტყმები მიაყენა, ყველამ ვიცით, რომ
ქართველი თავის წონაში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია, თუმცა დღეს ამერიკელმა უპირობოდ სძლია".

რა თქმა უნდა, მსგავსი კალიბრისა და სანახაობის დაპირისპირებას ცნობილი მებრძოლებიც გამოეხმაურენ:

"ახლა შენ იცი, კელვინ გილოცავ" - ალექსანდრ ვოლკანოვსკი

"კელვინ გილოცავ, ეს რა წარმოდგენა იყო" - მაქს ჰოლოვეი

"დიდებული ორთაბრძოლა იყო" - კამარუ უსმანი

"ეს სულელური გართობა იყო" - პოლ ფელდერი

"კატარის იდაყვები იდეალურია" - კენი ფლორიანი

"დიდებული ბრძოლა იყო, წლის ნამდვილი დასაწყისი!" - ქებ სვანსონი

"წლის ბრძოლის მთავარი კანდიდატი იქნება" - ტიაგო მოიზესი



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები მომავალში
გული არ გაიტეხო.
საწყენია, მაგრამ გვჯერა, რომ დიდი მომავალი გაქვს.
ეხ
15:33 16-01-2022
1
გიგა წარმატებები. წაგება მოდის სპორტში. ჩვენ გვინდა ყოველი ბრძოლა მოიგო მაგრამ როგორც ჩვენ გვინდა ეგრე სადაა ხოლმე
. გიგა არ დანებდე კიდე მოუმატე !!
აევკლ
16:41 16-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული