“მადლობა ჩემს საქართველოს და ქართველ ხალხს გიგას მხარდაჭერისთვის! მადლობა ემიგრანტებს და მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობთ გიგას! ასევე მადლობა საქართველოს საკონსულოს ამერიკაში და პირადად ჩვენს კონსულს აშშ-ში ლევან ბერიძეს თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის! ასევე დიდი მადლობა ჩვენს სასიქადულო სპორტსმენებს, განსაკუთრებით, ზაზა ფაჩულიას, თავისი ოჯახით, მერაბ დვალიშვილს და ზვიად ლაზიშვილს თანადგომისთვის!
ახლა კი რაც შეეხება გიგას, ნათქვამია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო. გიგა უკეთ არის, ორ დღეში გვეცოდინება MRE-ს პასუხი თავზე. ყველაფერი კარგად ჩაივლის, გიგა დაბრუნდება უფრო ძლიერი და ქამარსაც ჩამოგვიტანს! მადლობა ყველას, თუნდაც იმ გულშემატკივარს, ვინც გვაკრიტიკებს! ჩვენ ერთნი ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ საქართველოს ძლიერებისთვის!
მადლობა ჩემს მეგობრებს! მიყვარხართ!” - წერს სპორტსმენის მამა.
"ძალიან მიყვარხართ..." - ჭიკაძე ქართველ გულშემატკივარს მიმართავს
ღმერთმა ქნას და სრულიად გამოჯანმრთელდეს.
წარმატებები მერე