დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯეიმს ლინჩთან ინტერვიუში მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ხუთშაბათს გავიგე, რომ მოვსარ ევლოევს კორონავირუსი დაუდგინდა. იმედი გამიცრუვდა, ის ბევრ ცუდ რამეს ამბობდა ჩემზე და მასთან ბრძოლა ძალიან მინდოდა.
რაც შეეხება ჩარლ ჟორდანს, ჯერ ეს შეხვედრა ოფიციალური არ გამხდარა. დიდი შანსია მას შევხვდე, მაგრამ კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მომიწერია, 100%-ით გადაწყვეტილი არაფერია.
მის შესახებ არაფერი მსმენოდა, მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად მისი ბრძოლები ვნახე. კარგი, ტექნიკური მებრძოლია, მშვენივრად ურტყამს, მაგრამ აქამდე ჩემნაირ ძლიერ მოწინააღმდეგესთან არ უბრძოლია. მგონია, რომ 1 რაუნდზე მეტს ვერ გაძლებს, მაგრამ თუ მოახერხა, ჩემთვის უკეთესი, გამოცდილებას მივიღებ.
ჩხუბის გეგმა ასეთი მაქვს - შევიდე უნდა და სახე ჩავუმტვრიო. ბრძოლისას სულ სიმშვიდის შენარჩუნებასა და გონივრულად მოქმედებას ვცდილობ, მაგრამ იმ ტიპის მოჩხუბარი არ ვარ, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებას დაელოდება. მე ოქტაგონზე ყოველთვის ნაადრევად გამარჯვების მოპოვებისთვის ვმუშაობ და ამას უეჭველად მივაღწევ.
ჟორდანის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, მგონია, ტოპ 15-ში დამაბრუნებენ. მაგრამ რეიტინგები საერთოდ არ მაინტერესებს, თუნდაც ტოპ 5-ში შემიყვანონ, ეს არ გამიხარდება. ბედნიერს მხოლოდ UFC-ის ქამარი გამხდის", - თქვა თოფურიამ.
ილიასა და ჩარლის ბრძოლა 23 იანვარს უნდა შედგეს.
ასეთი უპირატესობა არცერთ წყვილში არ არის.
события 1 2
1.Журден, Чарльз
2.Топурия, Илия 5.45 1.144
ვინმე სხვასთან- ფეხში შევუვარდები ტეიკდაუნზე დავაგდებ და გავგუდავ- 30 წამში ტექნიკირი ნოკაუტი.
ვინმე კიდე უფრო მაგარს-ჩუმად მარილს შევიტან,თვალებში შევაყრი და სანამ ის გაიხსენებს მისი ჩხუბის მაწავლებელი თვალახვეული ჩხუბს რო ასწვლიდა-მაგდენსაც არ ვაცლი მივაყრი სერიას და დავაგდებ.
კიდე ბევრი რამის მოფიქრება შემიძლია და UFC ში მაინც არ მიწვევენ.
ნუთუ თვითონ არიან ასეთები