UFC-ის საშუალო წონაში მოასპარეზე ხამზატ ჩიმაევმა თავის ერთ-ერთ შესაძლო მეტოქეზე, ნეილ მაგნიზე ისაუბრა.
ჩეჩნური ფესვების შვედ სპორტსმენს არ სჯერა, რომ ამერიკელი ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.
"არ ვიცი, UFC-ის ხელმძღვანელობამ ეს ბრძოლა რატომ არ ჩაატარა. დღეს, ხვალ, არ ვიცი, როდის, მნიშვნელობა არ აქვს. შეხედეთ, რა უქნა მან ლი ჯინლიანგს და რა გავუკეთე მე.
ალბათ, დაინახავთ განსხვავებას. ერთი დარტყმის საშუალებაც არ მივეცი, გავწურე. ფაქტობრივად, ვთამაშობდი, მაგნის კი მძიმე ბრძოლა მოუწია და მან თქვა, რომ ჩემი დამარცხება შეუძლია? არა, მეგობარო, შეგჭამ, შენს გულს ავიღებ" - განაცხადა ჩიმაევმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით