ლეგენდა ოქტაგონს უბრუნდება? ჯონსი გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა ჯონ ჯონსზე ისაუბრა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, არაა დარწმუნებული, რომ ფრანსის ნგანუსა და სირილ განის ორთაბრძოლაში გამარჯვებული ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს, ჯონსს შეხვდება.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯონი შემდეგი იქნება. არა იმიტომ, რომ არასათანადოდ მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცი, სურს თუ არა მას ბრძოლა.

ვფიქრობ, რომ ჯონსი ამ დაპირისპირებას უყურებს და გადაწყვეტილებას თვითონვე მიიღებს. შესაძლოა მოინდომოს და მძიმე წონაში ავიდეს ან დაბრუნდეს ნახევრად მძიმე კატეგორიაში და ჩემპიონის ქამრის დაბრუნებისთვის იბრძოლოს", - განაცხადა დანამ.

შეგახსენებთ, ნგანუსა და
განის დაპირისპირება 22 იანვარს, ანაჰეიმში გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული