UFC-ის საშუალო წონაში მოასპარეზე პერსპექტიულმა ხამზატ ჩიმაევმა ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ახალი ბრძოლის ჩანიშვნა მოთხოვა.
შეგახსენებთ ბოლოს ჩეჩნური წარმოშობის შვედი ოქტაგონზე 2021 წლის ოქტომბრის თვეში ლის წინააღმდეგ გამოვიდა და რაუნდის დაწყებისთანავე გაიმარჯვა.
ხამზატმა საკუთარი ინსტაგრამის საშუალებით UFC-ის მიმართა:
"უბრალოდ გამომიგზავნეთ ბრძოლის კონტრაქტი" - წერს მებრძოლი
როგორც ჩანს, ჩიმაევი ბრძოლას მოწყურებულია, გარკვეული პერიოდის წინ ისიც დაიწერა, რომ შვედმა ათლეტმა დანა ვაითს თხოვა, რომ ერთ საღამოს 2 მებრძოლთან შერკინების საშუალება მიეცა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით