მოვსარ ევლოევმა ქართველებს მიმართა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა ებრძოლათ, თუმცა დაპირისპირება ვერ შედგა, რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაემართა, ხოლო ქართველმა ახალ მეტოქესთან, ჩარლს ჟორდენთან შეხვედრა ვერ შეძლო, რადგან ექიმებმა წონის კლების შეწყვეტა მოთხოვეს.

სოციალურ ქსელში ათლეტები ერთმანეთს ღიად უპირისპირებოდნენ, რამაც გულშემატკივრებს შორის დაძაბულობაც გამოიწვია. რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით ქართველ ხალხს მიმართა:

"გამარჯობა, გენაცვალე! საყვარელო ქართველებო! ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ, ქართველი ერი უდიდეს პატივს ვცემ! საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აკავშირებდა!
ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისათვის ყოველთვის ღიაა!"

შეგახსენებთ, რუსმა ათლეტმა UFC-ის ხელმძღვანელობას ილიას ბრძოლის მარტში ჩანიშვნა შესთავაზა, ყველაფერს დრო გაარკვევს

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა ძნელი გასარკვევი ეს არის, მუქარები და შეურაცყოფები ერთგვარი პიარკამპანიაა, რეკლამაა, შოუს ელემენტია ტემპერატურის აწევაა
rigiti
23 იანვარი 2022 19:03
0
ძალიან ღირსეული და თბილი სიტყვებია! პატივისცემა მოვსარს!
ვახო...
23 იანვარი 2022 18:40
0
პირველად ამან მიაყენა შეურაცხყოფა ილიას და პასუხიც მიიღო. აქ ეროვნება არაფერ შუაში არ არის
gio
23 იანვარი 2022 13:43
9
Რა მაინტერესებს იცით? Ამ საუბრების გარეშე, რაც ილიამ და გიგამ იდაპარაკეს ბრძოლა არ შეიძლება? Ანუ ვალდებულები არიან, რომ მეტოქეზე ასე ისაუბრონ? Ვერ ვერკვევი ამ სპორტში და მაინტერესებს. Მადლობა
Გოგი
23 იანვარი 2022 12:47
2
გიგამ თვითონ დაიწყო და ზედმეტი მოუვიდა, ილიას რაც შეეხება თვითონ არ დაუწყია, მაგრამ მაინც ზედმეტი მოუვიდა. დვალიშვილი არის უფს-ში მაგალითი იმის, რომ შეიძლება შეინარჩუნო ღირსება, ვაჟკაცობა და ქართული გეკავოს. არ შეგვფერის ქართველებს ტრიბაჩი და ყოყლოჩინობა.
sul2
24 იანვარი 2022 01:17
0
მაგარი კაცი. წარმატებები ქართველებისაგან
ქართველი
23 იანვარი 2022 12:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული