მოგეხსენებათ, ილია თოფურია UFC-ის 270-ე ღონისძიებიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოეხსნა (ექიმებმა წონის კლება აუკრძალეს), ნურმაგამედოვმა ამ ამბის გაგების შემდეგ მოვსარ ევლოევს აქტიურობისკენ მოუწოდა, რუსმა სპორტსმენმა კი ქართველი იმ დღესვე საჩხუბრად გამოიწვია:
"მოვსარ, გაითვალისწინე, რომ გალიაში ვერავინ დაგეხმარება. შენი დამარცხების დღის საპატივსაცემოდ შავ კოსტუმს ჩავიცვამ. ვიმედოვნებ, 19 მარტს ჯანმრთელი და სრულ მზადყოფნაში იქნები, იმედი მაქვს ამჯერად მაინც გამოჩნდები" - წერს ილია.
რა თქმა უნდა, რუსმა სპორტსმენმა ეს ყველაფერი უპასუხოდ არ დატოვა და ქართველს კომენტარის სახით შემდეგი რამ დაუწერა:
"თუ არ ჩამოხვალ ესპანეთში დაგიჭერ, მზად იყავი".
მარტამდე 1 თვეზე ოდნავ მეტი რჩება, მებრძოლებს შორის კი სიტუაცია კვლავ იძაბება, როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება გარდაუვალია, რას გადაწყვეტს UFC-ის ხელმძღვანელობა ამას დრო გვაჩვენებს.