ჟურნალისტ ბრეტ ოკამოტოს ცნობით, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა 7 მაისს ამერკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება. ამ ბრძოლის შესახებ მითქმა-მოთქმა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და მებრძოლებიც სიტყვიერად არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
შეგახსენებთ, ბრაზილიელმა ბოლოს UFC-ის 269-ე ღონისძიებაზე აშშ-ის წარმომადგენელი დასტინ პორიე დაამარცხა.
რაც შეეხება გეიჯის, ბოლოს მებრძოლი ოქტაგონზე 268-ე წვეულებაზე გავიდა და მაიკლს ჩენდლერი დაამარცხა.