UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი სავარაუდოდ 9 თვეს იუქმებს

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, მძიმე წონის ჩემპიონს, ფრენსის ნგანუს, სილირ განთან სატიტულო ორთაბრძოლის შემდეგ ლოს-ანჯელესში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ათლეტს მუხლზე გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. უფრო კონკრეტულად, კამერუნელმა გიგანტმა წინა ჯვარედინი იოგისა და მედიალური ლიგატის არეში დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, ჩემპიონი ოქტაგონზე გასვლას მომდევნო 9 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, ანაჰეიმში, UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე, ფრენსისმა სილირ განი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

წვეულების მეორე მთავარი ორთაბრძოლა მექსიკელ ბრენდან მორენოსა და ბრაზილიელ დეივისონ ფიგუერედოს შორის გაიმართა. მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება ბრაზილიელმა მოიპოვა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული