UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო მძიმე წონის ჩემპიონის, ფრენსის ნგანუს დაჯილდოების ცერემონიალს.
"მთავარ ღონისძიებას არ დავსწრებივარ. არენიდან მაშინ გავედი, როდესაც მთავარი ღონისძიება უნდა დაწყებულიყო, რადგან კულისებში გადაუდებელი საქმე მქონდა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე ფრენსის პატივს არ ვცემ, იდიოტებო, ყოველ კვირას ვხედავ მას, მივდივარ და ხელს ვართმე, თითქმის ყველა ღონისძიებაზე ვესაუბრები.
სხვა დროსაც ყოფილა მსგავსი შემთხვევა. მაგალითად, მაიკლს ბისპინგისა და ლუკ როკჰოლდის ორთაბრძოლას ბიზნესშეხვედრის გამო ვერ დავესწარი, ოთახიდან ისე სწრაფად გავიქეცი, რომ ქურთუკის წაღება დამავიწყდა" - ციტირებს დანას სიტყვებს MMA Fighting-ი.
შეგახსენებთ, UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე ფრენსის ნგანუმ სეინ სილირ განი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით