ბოლო დროს ჩეჩნური წარმოშობის შვედი მებრძოლის, ხამზატ ჩიმაევის მომავალ ბრძოლაზე ბევრი იწერებოდა.
დღეს, 29 იანვარს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ის 273-ე ღონისძიებაზე (9 აპრილს) ხამზატი გილბერტ ბერნს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ამ წვეულებაზე ორი მთავარი ორთაბრძოლა გაიმართება, ესენი გახლავთ: ალექსანდრ ვოლკანოვსკი - "კორეელი ზომბის" და პიოტრ იანი - ალჯამაინ სტერლინგის წინააღმდეგ.
ბოლოს 27 წლის ჩიმაევი ოქტაგონზე 267-ე ღონისძიებაზე (ოქტომბერში) გამოვიდა და ლი ჯიანლინგს უმარტივესად სძლია, ხოლო 35 წლის გილბერტმა ივლისში სტეფენ ტომპსონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით