შეგახსენებთ, პირველ დაპირისპირებაში ნიგერიელმა ახალზელანდიელი ნოკაუტით დაამარცხა.
"ის სულელია, თუ ფიქრობს, რომ სხვისი გეგმით დამამარცხებს. იდიოტი ყოფილა.
თუმცა ჭკვიანი გუნდი ჰყავს. ამიტომ ამ ბრძოლას სრული სერიოზულობით ვუდგები. მას უკვე ვცემე, ამიტომ დიდად საფრთხეს აღარ ვგრძნობ.
როგორც გითხარით, ორთაბრძოლას სერიოზულად ვუყურებ, თუმცა უშუალოდ მას 4/10-დან შევაფასებ" - განაცხადა ადესანიამ.
შეგახსენებთ, ისრაელი რობერტს UFC-ის 273-ე ღონისძიებაზე (13 თებერვალს) დაუპირისპირდება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით