UFC-ის ჩემპიონობის ექსპრეტენდენტმა დასტინ პორიემ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე გამომწერების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა მაყურებელმა ამერიკელ ათლეტს ჰკითხა, იყო თუ არა მაკგრეგორთან მეოთხე ბრძოლით დაინტერესებული, რაზედაც მებრძოლმა უარი განაცხადა.
მორიგმა გამომწერმა კი შეკითხვა ოდნავ შეცვალა და ისე დასვა - იყო თუ არა პორიე მზად, კონორს კრივის წესებით შერკინებოდა, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო.
"კონორ, წავედით" - განაცხადა დასტინმა.
შეგახსენებთ, ირლანდიურ-ამერიკული დაპირისპირება 3-ჯერ გაიმართა, საიდანაც 2-ში გამარჯვებული პორიე გამოვიდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით