იანვრის თვეში, UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე, ერთმანეთს ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა ინგუშ მებრძოლს კოვიდ 19 დაუდასტურდა და ორთაბრძოლიდან ჩაეხსნა. მოგვიანებით "მატადორი" კანადელმა ჩარლზ ჟორდენმა გამოიწვია, თუმცა ამჯერად ილიამ ვერ შეძლო ოქტაგონზე გასვლა. მიზეზი ექიმების დაჟინებული მოთხოვნა გახლდათ, რომ წონის კლება შეეწყვიტა.
ევლოევმა ახალი მეტოქე დააანონსა - დენ იგე. მოსამზადებელი ვიდეო საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე დადო, ჩვენებურმა კი საკუთარ გვერდზე გადააზიარა და დააწერა:
"განაგრძე სირბილი, ძმაო, თუმცა აზრი არ აქვს, მაინც დაგიჭერ".
როგორც ჩანს, მებრძოლებს შორის სიტუაცია არ ცხრება. შეგახსენებთ, თავდაპირველად ინგუშმა ილიას "ჩვარი" უწოდა.