"მაინც დაგიჭერ..." - თოფურია ევლოევს მიმართავს

AutoSharing Option
იანვრის თვეში, UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე, ერთმანეთს ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა ინგუშ მებრძოლს კოვიდ 19 დაუდასტურდა და ორთაბრძოლიდან ჩაეხსნა. მოგვიანებით "მატადორი" კანადელმა ჩარლზ ჟორდენმა გამოიწვია, თუმცა ამჯერად ილიამ ვერ შეძლო ოქტაგონზე გასვლა. მიზეზი ექიმების დაჟინებული მოთხოვნა გახლდათ, რომ წონის კლება შეეწყვიტა.

ევლოევმა ახალი მეტოქე დააანონსა - დენ იგე. მოსამზადებელი ვიდეო საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე დადო, ჩვენებურმა კი საკუთარ გვერდზე გადააზიარა და დააწერა:

"განაგრძე სირბილი, ძმაო, თუმცა აზრი არ აქვს, მაინც დაგიჭერ".

როგორც ჩანს, მებრძოლებს შორის სიტუაცია არ ცხრება.
შეგახსენებთ, თავდაპირველად ინგუშმა ილიას "ჩვარი" უწოდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
სჯობს ვარჯიშზე კონცენტრირდეს თოფურია, ევლოევი ქამრისკენ მიდის ნელ-ნელა უკვე და ილია მეტოქეს ისევ ელოდება ტოპ 15 დან
TOMMY
17:41 10-02-2022
1

სიახლეები პოპულარული