"ჩვენ გრუზინები არა, ქართველები ვართ..." - ილია თოფურიას დედის ემოციური წერილი ევლოევს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის ბრძოლამდე და გარკვეული მიზეზების გამო არშემდგარი დაპისპირების შემდეგ უთანხმოება აქვთ. ყველაფერი ინგუშმა სპორტსმენმა დაიწყო, როდესაც ჩვენებურს "ტილო" უწოდა...

ამ ამბავს ილიას დედა ინგა ბენდელიანი-თოფურია გამოეხმაურა:

"ჩემი რუსთაველი ქმარი, რომელიც ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. რატომ გადაწყვიტა, რომ ილია ევროპაში დაიბადა... გაიზარდა ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. არა აქვს მნიშვნელობა, ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს, საქართველო. არასწორი ინფორმაციები გაქვს, მოვსარ, შვილო.

ილიას ერთ სიტყვას, რომ პირველ რაუნდში მოგიგებდა, რამხელა რამ ააყოლე. გეპასუხა,
მეც პირველ რაუნდში ვაპირებ მოგებასო. რა ესპანელი, რის ტილო... მერე არ გაჩერდი და კიდევ აგრძელებ? არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ჩვენ გრუზინები არა, ქართველები ვართ" - წერს ილიას დედა.

წყარო: MMA Georgia

მკითხველის კომენტარები / 24 /
არ შეიძლება ქართველსა და ინგუშს შორის მტრობა!!!
მზეწვია
11:36 18-02-2022
0
წმინდაგიორგის ხატზე გამოსახულია წმინდა გიორგი ცხენზე ამხედრებული როგორ მუსრავს ურჩხულს. აქ ცხენი -რუსეთია,წმინდა გიორგი კი საქართველოს განასახიერებს.მხედარი წარმოადგენს ტვირთს-груз-ს ამიტომ გვიწოდებენ გრუზინებს.
ბახტრიონი
06:52 18-02-2022
21

სიახლეები პოპულარული