"ჩვენ გრუზინები არა, ქართველები ვართ..." - ილია თოფურიას დედის ემოციური წერილი ევლოევს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის ბრძოლამდე და გარკვეული მიზეზების გამო არშემდგარი დაპისპირების შემდეგ უთანხმოება აქვთ. ყველაფერი ინგუშმა სპორტსმენმა დაიწყო, როდესაც ჩვენებურს "ტილო" უწოდა...

ამ ამბავს ილიას დედა ინგა ბენდელიანი-თოფურია გამოეხმაურა:

"ჩემი რუსთაველი ქმარი, რომელიც ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. რატომ გადაწყვიტა, რომ ილია ევროპაში დაიბადა... გაიზარდა ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. არა აქვს მნიშვნელობა, ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს, საქართველო. არასწორი ინფორმაციები გაქვს, მოვსარ, შვილო.

ილიას ერთ სიტყვას, რომ პირველ რაუნდში მოგიგებდა, რამხელა რამ ააყოლე. გეპასუხა,
მეც პირველ რაუნდში ვაპირებ მოგებასო. რა ესპანელი, რის ტილო... მერე არ გაჩერდი და კიდევ აგრძელებ? არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ჩვენ გრუზინები არა, ქართველები ვართ" - წერს ილიას დედა.

წყარო: MMA Georgia

მკითხველის კომენტარები / 24 /
საბჭოთა პროპაგანდა ნერგავდა ქართველის სტერეოტიპს, грузин - რუსულად ქართველს ნიშნავს, ადამიანების წარმოსახვაში გრუზინი უნდა ყოფილიყო მოსულელო, გულუბრყვილოდ კეთილი, აუცილებლად ფართო კარტუზით, რომელსაც აეროდრომს ეძახდნენ და აუცილებლად ულვაშებით, ცეხავიკობით და კორუფციით ნაშოვნ ფულს ფლანგავდა დედაქალაქ მოსკოვში, რესტორნებში და ნატაშებზე და ტანიებზე . . . და ის ყველას უყვარდა პატარა ბავშვივით, ჩვენი გრუზინი, ოღოოოოონდდ მეტზე, სერიოზულზე პრეტენზია არ უნდა გვქონოდა, მხოლოდ ცეკვა, სიმღერა, ხაჩაპური და ხინნკალლი, აიესაა გრუზინი
ჯულიან ასანჟი
13:33 17-02-2022
17
დედას ჩარევა ნაღდად არ იყო საჭირო თან გრუზინები რა შუაშია
დათა
13:25 17-02-2022
14

სიახლეები პოპულარული