ილია თოფურია (11-0) მომდევნო შეხვედრას ახალ კატეგორიაში, მსუბუქ წონაში ჩაატარებს.
ჩვენებურის მეტოქე ჯაი ჰერბერტი (11-3) იქნება. ორთაბრძოლა 19 მარტს, ლონდონში გასამართ ღონისძიებაზე ჩატარდება.
როგორც mmafighting-ი წერს, ილიას წონის ცვლილების მიზეზი 22 იანვარს, UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე წონის ვერდაკლება გახლდათ. შეგახსენებთ, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, "მატადორმა" წონის კლების პროცესი შეწყვიტა.
ლონდონში გასამართი UFC-ის მორიგი ღონისძიების მთავარი ბრძოლა ალექსანდრ ვოლკოვისა და ტომ ასპინალის დაპირისპირება იქნება.
მომზადებულია mmafighting-ის მიხედვით